- შედით GitHub.com-ზე და დააჭირეთ "New repository" (მწვანე ღილაკი)
- მიუთითეთ სახელი (მაგ: "PS1-Lab3")
- აირჩიეთ "Public" ოფცია
- დააყენეთ "Initialize this repository with a README" ჩართული
- დააჭირეთ "Create repository"
- შედით რეპოზიტორიის გვერდზე და აირჩიეთ "Settings" ტაბი
- მარცხენა მენიუდან აირჩიეთ "Collaborators"
- დააჭირეთ "Add people" ღილაკს
- შეიყვანეთ თქვენი პარტნიორის GitHub-ის სახელი ან იმეილი
- დააჭირეთ "Add [username] to this repository"
- თქვენს ლოკალურ კომპიუტერზე გახსენით ტერმინალი
- გააკეთეთ კლონი:
git clone https://github.com/[თქვენი-სახელი]/PS1-Lab3.git cd PS1-Lab3 - გადააკოპირეთ PS1 ფაილები ამ ფოლდერში
- დაამატეთ ცვლილებები:
git add . git commit -m "დავამატე PS1 ფაილები" git push origin main
- შექმენით ახალი ბრენჩი:
git checkout -b feature-toBucketSets - მოძებნეთ PS1/src/algorithm.ts ფაილში toBucketSets ფუნქცია
- დააიმპლემენტირეთ ფუნქცია
- შეინახეთ ცვლილებები:
git add . git commit -m "დავაიმპლემენტირე toBucketSets ფუნქცია" git push origin feature-toBucketSets
- დააკლონეთ რეპოზიტორია (თუ ჯერ არ გაქვთ)
- შექმენით ახალი ბრენჩი:
git checkout -b feature-getBucketRange - მოძებნეთ PS1/src/algorithm.ts ფაილში getBucketRange ფუნქცია
- დააიმპლემენტირეთ ფუნქცია
- შეინახეთ ცვლილებები:
git add . git commit -m "დავაიმპლემენტირე getBucketRange ფუნქცია" git push origin feature-getBucketRange
- გახსენით GitHub-ზე თქვენი რეპოზიტორია
- დააჭირეთ "Pull requests" ტაბს
- დააჭირეთ მწვანე "New pull request" ღილაკს
- აირჩიეთ:
- base: main
- compare: თქვენი ფიჩერ-ბრენჩი (feature-toBucketSets ან feature-getBucketRange)
- დააჭირეთ "Create pull request"
- მიუთითეთ სათაური და მოკლე აღწერა იმისა, თუ რა ცვლილებები გააკეთეთ
- დააჭირეთ "Create pull request" ღილაკს
- გადადით "Pull requests" ტაბზე
- აირჩიეთ თქვენი პარტნიორის pull request
- დააჭირეთ "Files changed" ტაბს
- დაათვალიერეთ ცვლილებები
- კონკრეტულ კოდის ხაზზე კომენტარის დასამატებლად მაუსი მიიტანეთ ხაზთან და დააჭირეთ ლურჯ "+" ღილაკს
- დაწერეთ შენიშვნა და დააჭირეთ "Add single comment"
- როცა ყველა კომენტარი დაამატეთ, დააჭირეთ "Review changes" ღილაკს (ზედა მარჯვენა კუთხეში)
- აირჩიეთ ერთ-ერთი:
- Comment: უბრალოდ ზოგადი კომენტარის დატოვება, გადაწყვეტილების გარეშე
- Approve: კოდის დამტკიცება, მიუთითებს რომ მზადაა გასაერთიანებლად
- Request changes: მიუთითებს რომ ცვლილებებია საჭირო პროცესის გასაგრძელებლად
- დაწერეთ ზოგადი კომენტარი
- დააჭირეთ "Submit review"
- მიიღებთ რა შენიშვნებს, დაბრუნდით თქვენს ლოკალურ კოდთან
- შეცვალეთ კოდი რივიუს კომენტარების შესაბამისად
- შეინახეთ ცვლილებები:
git add . git commit -m "შევასწორე კოდი რივიუს შენიშვნების მიხედვით" git push origin feature-yourFeature - ეს ავტომატურად განაახლებს არსებულ pull request-ს
კონფლიქტი ჩნდება, როცა ორივე ბრენჩი ცვლის ერთი და იგივე ფაილის ერთსა და იმავე ნაწილს.
- თუ კონფლიქტი გაქვთ, დააჭირეთ "Resolve conflicts" ღილაკს
- გაიხსნება ტექსტური რედაქტორი, სადაც ნახავთ:
<<<<<<< HEAD [მიმდინარე ბრენჩის კოდი] ======= [შემოსული ბრენჩის კოდი] >>>>>>> feature-branch - დაარედაქტირეთ ფაილი, წაშალეთ მარკერები და გააერთიანეთ კოდი სასურველი სახით
- დაასრულეთ რედაქტირება და დააჭირეთ "Mark as resolved"
- ყველა კონფლიქტის მოგვარების შემდეგ, დააჭირეთ "Commit merge"
ალტერნატიულად, შეგიძლიათ კონფლიქტები ლოკალურად მოაგვაროთ:
git checkout main
git pull
git checkout feature-branch
git merge main
მერჯ კონფლიქტის შემთხვევაში, დაარედაქტირეთ ფაილები, შემდეგ:
git add .
git commit -m "გადავჭერი მერჯ კონფლიქტები"
git push origin feature-branch
- როცა ყველა შენიშვნა და კონფლიქტი მოგვარებულია, გადადით pull request-ის გვერდზე
- დააჭირეთ მწვანე "Merge pull request" ღილაკს
- აირჩიეთ მერჯის ტიპი (ძირითადად "Create a merge commit")
- დააჭირეთ "Confirm merge"
- თუ გნებავთ, შეგიძლიათ მონიშნოთ "Delete branch" ოფცია
მერჯის შემდეგ, განაახლეთ თქვენი ლოკალური რეპოზიტორია:
git checkout main
git pull